ინსაიტი დაჯავშნა

თერაპიის ოთახების ქირაობა ფსიქოთერაპევტებისთვის · თბილისი

მშვიდი სივრცე თქვენი სესიებისთვის

სრულად მოწყობილი ოთახები ინდივიდუალური და ჯგუფური სესიებისთვის. დაჯავშნეთ საათობრივად, დღით ან თვით და მთელი ყურადღება კლიენტს დაუთმეთ.

4ოთახი
25 ₾საათი
10:00–22:00ყოველდღე
15მონაწილემდე ჯგუფში
ვარდისფერი თერაპიის ოთახი №5, ინსაიტი, თბილისი

რატომ ინსაიტი

ყველაფერი, რაც სესიისთვის გჭირდებათ

ინსაიტი შექმნილია პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ მშვიდი და ფუნქციური გარემო ინდივიდუალური და ჯგუფური სესიებისთვის.

მოწყობილი ოთახები

რბილი სავარძლები, მცენარეები და თბილი განათება. მოდიხართ კლიენტთან ერთად და პირდაპირ იწყებთ სესიას.

მოქნილი გრაფიკი

ერთი საათიდან მთელ თვემდე. რეგულარული პრაქტიკისთვის გვაქვს დღიური და თვიური პაკეტები.

მოსაცდელი და სამზარეულო

კლიენტი რეცეფციასთან, მოსაცდელში გელოდებათ. თქვენთვის: სამზარეულო, სასმელი წყალი და სველი წერტილი.

ონლაინ ჯავშანი

თავისუფალ საათებს ონლაინ ხედავთ და ოთახს ერთ წუთში ჯავშნით.

ოთახები

ოთახები ინდივიდუალური და ჯგუფური სესიებისთვის

სამი ოთახი ინდივიდუალური სესიებისთვის და ერთი დიდი ოთახი ჯგუფური თერაპიისთვის.

თერაპიის ოთახი №5 · ვარდისფერი · ინსაიტი, თბილისითერაპიის ოთახი №5 · ვარდისფერი · ინსაიტი, თბილისი

№5ვარდისფერი

ვარდისფერი სავარძლები, მწვანე ხალიჩა და დღის სინათლე. თბილი, მყუდრო ოთახი ინდივიდუალური სესიებისა და მცირე ჯგუფებისთვის.

ინდივიდუალურიმცირე ჯგუფი
დაჯავშნა
თერაპიის ოთახი №6 · მუქი ლურჯი · ინსაიტი, თბილისითერაპიის ოთახი №6 · მუქი ლურჯი · ინსაიტი, თბილისი

№6მუქი ლურჯი

მუქი ლურჯი სავარძლები და ტრადიციული ხალიჩა. კლასიკური, მშვიდი ოთახი ინდივიდუალური სესიებისთვის.

ინდივიდუალური
დაჯავშნა
თერაპიის ოთახი №8 · ცისფერი · ინსაიტი, თბილისითერაპიის ოთახი №8 · ცისფერი · ინსაიტი, თბილისი

№8ცისფერი

ლურჯი სავარძლები, ორნამენტიანი ხალიჩა, კონდიციონერი და ფანჯარა მცენარეებით.

ინდივიდუალურიკონდიციონერი
დაჯავშნა
თერაპიის ოთახი №7 · ჯგუფური · ინსაიტი, თბილისი

№7ჯგუფური

15 ადამიანამდე. სკამები წრეში, დივანი და სავარძლები: ჯგუფური თერაპიისთვის, ტრენინგისა და სუპერვიზიისთვის.

15 ადამიანამდეჯგუფური
დაჯავშნა

ფასები

იხდით მხოლოდ იმ დროში, რაც გჭირდებათ

რაც მეტ საათს ჯავშნით, მით ნაკლები ჯდება თითო საათი. რეგულარული მუშაობისთვის პაკეტები ყველაზე ხელსაყრელია.

სივრცე

კომფორტული თქვენთვისაც და კლიენტისთვისაც

რეცეფცია, მოსაცდელი, სამზარეულო და სველი წერტილი. ყველაფერი, რომ სესიამდე და სესიის შემდეგ თავი კომფორტულად იგრძნოთ.

დაჯავშნა

ოთახის დაჯავშნა სამ ნაბიჯად

01

აირჩიეთ ხანგრძლივობა

ინდივიდუალური ან ჯგუფური, ერთი საათით ან მთელი დღით.

02

აირჩიეთ დრო და ოთახი

ყველა ოთახის თავისუფალი საათები ერთად ჩანს. აირჩიეთ ის, რომელიც გაწყობთ.

03

დაადასტურეთ

მიუთითეთ სახელი, ელფოსტა და ტელეფონი. ოთახი თქვენთვის დაიჯავშნება.

კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს ოთახის ქირაობა?

ინდივიდუალური ოთახი: 1 საათი 25 ₾, 2 საათი 45 ₾, შემდეგ ყოველი დამატებითი საათი 15 ₾. გვაქვს დღიური პაკეტი (160 ₾ სამუშაო დღეს, 200 ₾ შაბათ-კვირას) და თვიური პაკეტები 540 ₾-დან. ჯგუფური ოთახი: 60 ₾ საათში.

შემიძლია ოთახი იმავე დღეს დავჯავშნო?

დიახ. თუ ოთახი თავისუფალია, ონლაინ დაჯავშნა სესიის დაწყებამდე ბოლო წუთამდე შეგიძლიათ, ასევე რამდენიმე კვირით ან თვით ადრე.

რამდენ ადამიანს იტევს ჯგუფური ოთახი?

ჯგუფური ოთახი №7 15 ადამიანამდე იტევს: სკამები წრეში, დივანი და სავარძლები. შესაფერისია ჯგუფური თერაპიისთვის, ტრენინგისა და სუპერვიზიისთვის.

რა მხვდება ადგილზე?

მოწყობილი ოთახები რბილი სავარძლებით, რეცეფცია და მოსაცდელი კლიენტებისთვის, სამზარეულო, სასმელი წყალი და სველი წერტილი. ოთახ №8-ში კონდიციონერია.

სად მდებარეობს ინსაიტი და როდის მუშაობს?

კოტე მახარაძის ქ. 1, ვერა, თბილისი. ღიაა ყოველდღე, 10:00-დან 22:00-მდე.

ოთახის დაჯავშნა

მისამართი და კონტაქტი

მობრძანდით ინსაიტში

მისამართი
კოტე მახარაძის ქ. 1, თბილისი
სამუშაო საათები
ყოველდღე, 10:00–22:00
ელფოსტა
[email protected]
სოციალური ქსელები
InstagramFacebookTikTok
რუკა: კოტე მახარაძის ქ. 1, თბილისი
კოტე მახარაძის ქ. 1, თბილისიGoogle Maps-ში გახსნა
© OpenStreetMap contributors